დღიური

მიხეილ ხერგიანი

₾ 6.30 ₾ 10.50 -40%

Rating details · 5 ratings · 8 reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 978-9941-463-04-4
გვერდები 72
ფორმატი 14x18
გამოცემის თარიღი 2015
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

მიხეილ ხერგიანი (1932-1969) – საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ყოფილი საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ალპინიზმში სასიმაღლო და ტექნიკურ კლასებში, მეკლდეურობაში საბჭოთა ჩემპიონატებისა და პროფკავშირების შვიდგზის ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. დალაშქრული აქვს კავკასიონის, პამირის, ტიან-შანისა და ალპების ურთულესი მწვერვალები. ინგლისში მიანიჭეს „კლდის ვეფხვის“ წოდება.
 
მიხეილ ხერგიანმა დღიურის წერა 1963 წელს დაიწყო წარსული და მიმდინარე მოვლენების აღსაწერად. ჩანაწერები 1969 წლის 3 ივლისს წყდება – ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე: იტალიაში სუალტოს მწვერვალზე ასვლა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
 
„მე რაც მედლები მაქვს, ყველფერს მირჩევნია ის, რომ ბევრი მთამსვლელისთვინ შემინარჩუნებია სიცოცხლე, ყველაზე მეტად მიხარებს გულს ის, რომ ადამიანს სიცოცხლეს შევუნარჩუნებ“.

მიხეილ ხერგიანი - საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ყოფილი საბჭოთა კავშირის სამგზის ჩემპიონი ალპინიზმში სასიმაღლო და ტექნიკურ კლასებში, მეკლდეურობაში საბჭოთა ჩემპიონატებისა და პროფკავშირების შვიდგზის ჩამპიონი და მრავალგზის პრიზიორი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. დალაშქრული აქვს კავკასიონის, პამირის, ტიან-შანისა და ალპების ურთულესი მწვერვალები. დღიურის წერა ხერგიანმა1963 წელს დაიწყო წარსული და მიმდინარე მოვლენების აღსაწერად. ჩანაწერები 1969 წ. 3 ივლისს წყდება - ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე.