კალათა 0
%
7.15 L14.90 L
ბუნდოვნად, სკანერში

კატეგორია: ფენტეზი/სამეცნიერო ფანტასტიკა

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ISBN: 978-9941-474-03-3

გვერდები: 336

ფორმატი: 13x19.5

გამოცემის თარიღი: 2017

ყდა: რბილი

სტატუსი: არ არის გაყიდვაში


თარგმნა ილო ქარდავამ

ეს წიგნი სასაფლაოა - პატარა ლურჯი ყვავილებით მოფენილი სასაფლაო, ყვავილების ყოველი რიგი კი თითო ადამიანის ცხოვრების ხაზია: ფსიქოზით, სიგიჟითა და დაუსრულებელი თამაშის წყურვილით დაავადებული ადამიანებისა.
ეს წიგნი ქალაქია, ქუჩაა, სახლია, ოთახია, ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანია; ეს წიგნი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩენილი ორი მხარეა. პირველი ქუჩაში თითქოს ლაღად და უდარდელად მოთამაშე, სინამდვილეში კი გამუდმებით ჩასაფრებული, შეშინებული, ზურგიდან თავდახმის მოლოდინში გარინდულ ადამიანთა ჯგუფია, მეორე კი ას, ათას, მილიონ ნიღაბს ამოფარებული დაგეშილი მონადირე, რომელიც უსასრულოდ ცვალებად გარსს მხოლოდ იმიტომ ატარებს, რომ თავად არ გახდეს მის მიერ დევნილთა, უფრო კი თავისნაირთა მსხვერპლი.

ეს წიგნი სწორედ ის სახელმწიფოა, რომელსაც მხოლოდ ადამიანთა მოხმარება, გამოყენება, მათი უხილავი ძაფებით დამორჩილება და, სურვილის შემთხვევაში, ამავე ძაფებით მოხრჩობა შეუძლია.

ეს წიგნი ჩაკეტილი წრეა, საიდან გასვლაც მხოლოდ იმიტომ არ სურთ, რომ მისი გარღვევა შეუძლებელია, ეს ჯერ ვერავის მოუხერხებია და თუ ვინმეს გაუღწევია, გარეთ კიდევ ერთი წრე დახვედრია.

ფილიპ კ. დიკის ნახევრადბიოგრაფიული „ბუნდოვნად, სკანერში“ თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი ნაწარმოებია, რომელიც სცდება ფანტასტიკის ჟანრს და ყველაზე სევდიან, უიმედო და ტრაგიკულ ამბავს გვიყვება.


იხილეთ ასევე