კალათა 0
%
16.45 L32.90 L
მეფის მკვლელის ქრონიკა – ბრძენკაცის შიში (მეორე წიგნი)
კალათაში დამატება

კატეგორია: ფენტეზი/სამეცნიერო ფანტასტიკა

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ISBN: 978-9941-467-85-1

გვერდები: 798

ფორმატი: 14.8x21

გამოცემის თარიღი: 2017

ყდა: მაგარი

სტატუსი: გაყიდვაშია


თარგმნეს დავით ბალიაშვილმა და აკაკი მოსახლიშვილმა


პატრიკ როტფუსის „მეფის მკვლელის ქრონიკის“ მეორე წიგნის, „ბრძენკაცის შიშის“ დასასრული სწორედ იმ ამბის დასაწყისია, რომელიც სერიის დასკვნითი ნაწილის კარიბჭეებს გაგვიხსნის.


– ბინდისფერი ზმანებიდან დღის სინათლეზე გამოსული, უკიდეგანო მინდორში ამოზრდილი ერთადერთი გიგანტური ხის ჩრდილში მდგომი დედიშობილა ქვო თავის პირად განსაწმენდელს გაივლის. ბინდში დაბრუნებისას ის უკვე აღარც მხოლოდ ტკბილად მომღერალი ედემა რუა და აღარც თავგადასავლების მაძიებელი სტუდენტი. ქვო ნელ-ნელა მამაკაცად იქცევა, იზრდება, მხრებში იშლება, მკლავში ძალა და გულში ალი ემატება. წარსულს ცრემლებით აღარ იხსენებს, მომხდარი უკვე ბოლომდე გამოიგლოვა. მისთვის წარსული იმ წინაპირობადაა ქცეული, რომლითაც საიდუმლოების ამოხსნასა და შურისძიებას, ხელიდან გამსხლტარი ყველა სახელის დამორჩილებას შეძლებს. ქვოს თავგადასავალი სხვა მდინარეების ნაპირებსა და სხვა ენაზე მოლაპარაკეთა მიწებზე გრძელდება. ადგილს ადგილი ცვლის, უკან კი სისხლის გრძელ კვალი რჩება… ქვო ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად ემზადება. ფიზიკურად გაძლიერებული წარსულს სამუდამოდ ეთხოვება და იმ გზას ადგება, რომელიც, საბოლოოდ, ფუნდუკ „შარაქვას“ მარადიულ სიჩუმემდე მიიყვანს.


იხილეთ ასევე