20 ქართული მოთხრობა

თამაზ ვასაძე

₾ 4.20 ₾ 7.00 -40%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 978-9941-466-05-2
გვერდები 160
ფორმატი 12.5x17
გამოცემის თარიღი
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ქართული მოთხრობა ისეთივე გამოკვეთილი და გამორჩეული ლიტერატურული ფენომენია, როგორიც ქართული პოეზია. ქართული პროზის მიღწევებს უპირატესად განსაკუთრებული ღირებულების მქონე მოთხრობები შეადგენენ.

 

წიგნში განხილული მოთხრობების ნაწილი ცნობილი და აღიარებული ნაწარმოებებია, რაც არ გამორიცხავს მათი ინდივიდუალიზებული წაკითხვის შესაძლებლობას; ნაწილი კი ნაკლებად პოპულარულია და არ არის ისე აქტუალიზებული და დაფასებული, როგორც იმსახურებს.

 

კრებულში გაერთიანებული სტატიები თუ ეტიუდები ეძღვნება მოთხრობებს, რომელთა ავტორები არიან: დავით კლდიაშვილი, ვასილ ბარნოვი, ნიკო ლორთქიფანიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ლეო ქიაჩელი, გიორგი ლეონიძე, ბასილ მელიქიშვილი, შოთა ჩანტლაძე, ნოდარ წულეისკირი, გურამ რჩეულიშვილი, ნოდარ დუმბაძე, გურამ გეგეშიძე, გურამ დოჩანაშვილი.