კალათა 0
5.00 L
ჩემო ცვილის ქვეყანავ
კალათაში დამატება

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: ინტელექტი

ISBN: 978-9941-446-99-3

გვერდები: 76

ფორმატი: 12.5x17

გამოცემის თარიღი: ინფორმაცია არ არის

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


რადგანაც „ადამიანებს მხოლოდ იმ ამბების სჯერათ, რაც მათ გადახდათ“, ნინო ნადირაძის ახალი პოეტური კრებული სწორედ მათთვისაა – ადამიანებისთვის და მათ ამბებზე: როგორ ანთებენ თავსხმა წვიმაში სიყვარულის ცეცხლს და მერე დიდი წვიმების შემდგომი სიჩუმე ეცოტავებათ, როგორ უგულოდ მიაქვთ პანაშვიდებზე ერთნაირი ყვავილები, შემდეგ კი ქარიან ღამეში ცოცხალი ადამიანების საძებნელად მიდიან და აღარ ბრუნდებიან.

 

ჩვენს კარგ ქვეყანაში ცვილის ადამიანებს დაუდიათ ბინა. აქ ცა სკოჩისაა და იმ ადგილას, სადაც ღმერთი ცხოვრობდა, აბრაა მიჭედებული მინიშნებით, რომ ღმერთი სხვაგან გადავიდა. ადამიანებს კი პროფესიად სიკვდილი აურჩევიათ. სიკვდილი, რომელსაც ასეთი სამსახური რომ არ ჰქონდეს, უთუოდ კეთილი იქნებოდა.

 

მაგრამ მიდის ტყის კაცის სახლამდეც, იმიტომ, რომ თუკი ოდესმე იავნანამ რამე ჰქნა, მაშინ ტყის კაცის ცოლის იავნანასაც უნდა შესწევდეს ამის ძალა. თანაც, რატომ ვართ ასე დარწმუნებული, „რომ იმ ფანჯრიდან, რომელშიც შუქი არ ანთია, არავინ გვიმზერს“.





 

იხილეთ ასევე