Homo Televisus

ბექა ელბაქიძე

₾ 3.24 ₾ 5.40 -40%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 978-9941-440-86-1
გვერდები 254
ფორმატი 12.5x17
გამოცემის თარიღი
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ბექა ელბაქიძის Homo Televisus, შეიძლება ითქვას, რომანი-რეპორტაჟია, სადაც თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს და ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ვირტუალური სამყარო და რეალური ყოფა, მასმედიის ზემოქმედება მასაზე, თანამედროვე ადამიანი გლობალურ სამყაროში და პიროვნული თავისუფლება.

 

რომანის მთავარი გმირი ახალგაზრდა ჟურნალისტია. მისი მოღვაწეობის სფერო შორს სცდება სამშობლოს, რაც საშუალებას აძლევს თავისი უშუალო დაკვირვება და დამოკიდებულება გადმოგვცეს ამერიკაზე, ევროპაზე, კონფლიქტურ რეგიონებზე აზია-აფრიკაში, ასევე შეეხოს თავის სამშობლოს – საქართველოს, სადაც საკმაოდ დუხჭირი ცხოვრების ფონზე ასე მიზანმიმართულად „ჰყვავის“ ე. წ. საპნის ოპერები თუ თოქშოუები.