ოცი წელი წერაქვში

ნოდარ წულეისკირი

₾ 4.77 ₾ 7.95 -40%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 978-9941-446-56-6
გვერდები 154
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ჩანაწერების წიგნის შესავალში ავტორი აღნიშნავს: „წერა არ შემიძლია, მაგრამ მაინც უნდა დავწერო. ხელი არ მემორჩილება – მაინც უნდა დავწერო! როგორ დავწერო, საიდან დავიწყო, გონებაც დაულაგებულია, რა გამოვა, არ ვიცი. რამდენი ხანია, კალამი ხელში არ ამიღია. ჩემი ცხოვრება ასე აეწყო: სამოქალაქო ომი, ეროვნული მოძრაობა, ავადსახსენებელი 90-იანი წლები, გადატანილი სირთულეებითა და სიმწარეებით, გამქრალია გონებიდან...


1992 წლიდან შვილის სააგარაკო სახლი სოფელ წერაქვში გახდა ჩემი თავშესაფარი. მაშინ დასრულდა ჩემთვის მწერლობა, სიცოცხლე... დავიარებოდი ეული, უარყოფილი და ტვირთად დავატარებდი დაუწერელი, მკვდრადშობილი პერსონაჟებისა და გმირების სახეებს“.