მარაკეშის ხმები

ელიას კანეტი

₾ 5.37 ₾ 8.95 -40%

Rating details · 1489 ratings · 3531 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 978-9941-440-96-0
გვერდები 204
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

გერმანულიდან თარგმნეს ეკატერინე რაისნერმა და ნატალია ნადირაშვილმა

 

ებრაული წარმოშობის გერმანულენოვანი ნობელიანტის, ელიას კანეტის სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის ნაწარმოების მთავარი თემა ადამიანია, მისი დამოკიდებულება სიცოცხლისა და სიკვდილის საზრისთან.

 

„მოგზაურობის შემდგომი ჩანაწერების კრებული მარაკეშის ხმები არის წიგნი, რომლითაც კანეტი მკითხველს უმეგობრდება და რომელშიც დიდი ქალაქის ადამიანური ყოფის სიდუხჭირიდან ადამიანურობის სახელით სიხარულს ასხივებს“, – წერს ფრანსუა ბონდი.




 

ეს არის მაროკოში მოგზაურობის შემდგომ წლებში, კერძოდ, 1968 წელს გაკეთებული ჩანაწერები, სადაც კანეტი ულამაზეს ქალაქ მარაკეშში ყოფნისას მიღებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. მარაკეშს უინსტონ ჩერჩილმა "საჰარას პარიზი" უწოდა.
"მარაკეშის ხმები" მოგზაურის ჩანაწერებზე მეტად მოგონებების კრებულია, რომელიც ქალაქის შარმის გადმოცემას ცდილობს.
ნაწარმოები დამოუკიდებელი თავებისგან შედგება. ეს არის დღიური, სადაც თოთხმეტივე თავი წერილის ან ღია ბარათის მსგავსად იკითხება. კითხულობ და გრძნობ ავტორის სურვილს, რაც შეიძლება უკეთ მიაწოდოს, ბოლომდე აგრძნობინოს მკითხველს სათქმელი.
კანეტის ხატოვანი ენა ნაწარმოებს გასაოცარ ფერს სძენს და საუცხოო ატმოსფეროს ქმნის. აქლემების ბაზრობის, ბაზრისა თუ რესტორნის აღწერისას მკითხველი ცხადად შეიგრძნობს იქაურ ფერებსა და სურნელს, ხმაურსა და სიცხესაც კი.
კანეტი იმ გრძნობებს გადმოგვცემს, რაც მარაკეშში მოგზაურობისას დაეუფლა: მიმზიდველობას, სიუცხოვეს, ზიზღს, შიშს, ეროტიკას.. წიგნში ერთი რამ არსად ჩანს - ამპარტავნება. იქნებ ეს მისი ებრაული წარმოშობის ბრალია, ამის გამო თავადაც ხომ ხშირად უგრძვნია უცხოობა ახალ გარემოში, კანეტი გარკვევით ხედავს კულტურათა შორის სხვაობას, მაგრამ მათ შორის საერთოს პოვნასაც ცდილობს.