კალათა 0
%
10.77 L18.90 L
ბიჭის ცხოვრება
კალათაში დამატება

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ISBN: 9789941474477

გვერდები: 636

ფორმატი: A5

გამოცემის თარიღი: 2018

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


კორი სამხრეთელი ბიჭია, რომელიც თავისი პატარა ქალაქის მყუდრო ცხოვრებაზე დიდი სიყვარულით მოგვითხრობს. მკითხველთა თვალწინ იშლება ოქროსფერი გორაკები, უდაბური ტყეები, ამერიკული ოჯახები, ზეფირის მცხოვრებთა დიდი და პატარა ტკივილები და ბედნიერება...

ქალაქ ზეფირში ცხოვრობენ კორის ერთგული, თავგადასავლების მაძიებელი მეგობრები, მდინარის ამოუცნობი ურჩხული ,,ბებერი მოსე", მწვანეთვალება კუდიანი ქალბატონი, კორის მოსიყვარულე მშობლები... თუმცა, ამ ჯადოსნურ ქალაქში მხოლოდ კეთილი ადამიანები არ სახლობენ და ამას კორი მოულოდნელად აცნობიერებს. მკვლელობა, რომელიც მთელ ქალაქს აალაპარაკებს, საიდუმლოებითაა მოცული და კორის ოჯახის ცხოვრებას შეცვლის.

სიცილით, ცრემლებით და უდიდესი სიკეთით სავსე ,,ბიჭის ცხოვრება", კორის ბავშვობასთან ერთად, საკუთარ ბავშვობაშიც გაგაქროლებთ, იქ, სადაც საზაფხულო არდადეგების დაწყება ფრენას ჰგავდა და ტყეში მეგობრებთან ერთად ხეტიალისას თავი განძის მაძიებელი გვეგონება.

იხილეთ ასევე