ბედუინი

ნეფერტარი

₾ 14.90 ₾ 14.90 -0%

გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941239991
გვერდები 378
ფორმატი 14.50 X 21.50
გამოცემის თარიღი 2018
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ახალგაზრდა ქართველი ქალი ნინა კაიროში სტუმრად ჩადის ბიძასთან და მის დაუკითხავად მიემგზავრება საჰარაში საფარიტურზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდება, ადამიანების გამტაცებლების მიერაა ორგანიზებული. ჯგუფის გამყოლი ნინას ესვრის. დაჭრილი ნინა კლდოვან უდაბნო ჰამადში იკარგება. სრულიად მოუმზადებელს, მშიერმწყურვალს გარდაუვალი სიკვდილი ელის. უიმედოდ დარჩენილი გოგონა შემთხვევით გადაეყრება არაბულ ბედაურს, რომელიც მას თავის მძიმედ დაჭრილ პატრონთან მიიყვანს. ეს –
ბედუინი ალ ქაბირია…
„ბედუინი“ ქართველი ავტორის, ნეფერტარის, სადებიუტო ნაწარმოებია. თავდაპირველად იგი ჩაფიქრებული იყო, როგორც ლიტერატურული თამაში და 2011-2015 წლებში ცალკეულ თავებად ქვეყნდებოდა ლიტერატურულ პორტალზე urakparaki.com , შემდეგ კი ერთ მთლიან წიგნად იქცა. სათავგადასავლო რომანი, რომელშიც უდაბნოში მარტო დარჩენილი ორი ადამიანის გაუმხელელი სიყვარულის ძალიან საინტერესო და დაძაბული ამბავია მოთხრობილი, სხვა თვალით დაგვანახვებს ჩვენთვის სრულიად უცხოსა და შორეულ სამყაროს და მთლიანად შეგვიცვლის დამკვიდრებულ წარმოდგენას „ერთფეროვანი“, „უსიცოცხლო“ უდაბნოს შესახებ.