კალათა 0
%
4.75 L9.90 L
ახალი იორიკი შორ კონტინენტზე

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ISBN: 9789941474408

გვერდები: 132

ფორმატი: A5

გამოცემის თარიღი: 2018

ყდა: რბილი

სტატუსი: არ არის გაყიდვაში


,,თუ სადმე რწმენა ჭრის _ ამ ადგილას. ჩაუთქვამ და აგიხდება, მეც არ ვიცი, ასე რანაირადაა ჩაწყობილი, მაგრამ პასუხი ამ კითხვაზე შემდეგი უნდა იყოს _ ამერიკა ის ადგილია, სადაც აუცილებლად იღებ იმას, რასაც იმსახურებ, დამსახურება კი შრომით მოდის, ამიტომაცაა აზარტული: შრომობ, შრომობ, შრომობ. ის, რაც კომუნიზმსა და პროლეტარიატს უნდოდა, კაპიტალიზმმა სათავეშივე დაამტკიცა".

ახალგაზრდა მწერლის, მარიკა მამალაძის დოკუმენტური დღიური ბევრისთვის საოცნებო ამერიკაზე გვიამბობს. დიდი ხნის ემიგრანტებისა თუ დროებით ჩასული ნიჭიერი ადამიანების პრობლემების, შესაძლებლობების, დამოკიდებულებების შესახებ ავტორის შეულამაზებელი, სიმწარენარევი იუმორით მოთხრობილი ამბები შორ კონტინენტს ახლებური თვალით დაანახვებს მკითხველს.

იხილეთ ასევე