აქ ხარ, ღმერთო? ეს მე ვარ, მარგარეტი

ჯუდი ბლუმი

₾ 5.45 ₾ 9.90 -45%

Rating details · 174682 ratings · 256238 reviews

გამომცემლობა წიგნები ბათუმში
ISBN 978-9941-943-01-0
გვერდები 144
ფორმატი 13.5x20
გამოცემის თარიღი 2015
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

თარგმნა მარიამ შალვაშვილმა


ეს წიგნი მოზარდებისთვის განკუთვნილი, მშვენიერი საკითხავია, სადაც ლაღი და დახვეწილი ენითა და მახვილგონივრული იუმორით ყველა ის საკითხია განხილული, რაც მოზარდ გოგონას აწუხებს და აინტერესებს – სკოლა, პირველი სიყარული, მეგობრები, საკუთარი ადგილის პოვნა, მშობლებთან ურთიერთობა… წიგნში კიდევ ერთი საინტერესო საკითხია: მარგარეტის ოჯახში სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან თავმოყრილნი, ამის გამო გოგონა დაბნეულია და გულწრფელად და თავისებურად ურთიერთობს ღმერთთან.

მარგარეტ საიმონს თუ არ იცნობთ, ყველაზე გულწრფელი ბავშვი არ გცნობიათ. თერთმეტი წლის მარგარეტი გულახდილად საუბრობს იმაზე, რაც ამ ასაკის ყველა გოგონას აწუხებს; რასაც ხშირად მალავენ და ძალა არ ჰყოფნით, სხვებს საკუთარ გრძნობებში გამოუტყდნენ. „აღარაა დრო, მკერდი გამეზარდოს?“ - ეკითხება მარგარეტი ღმერთს და საბნის ქვეშ დამალული სთხოვს დედას, ლიფი უყიდოს. მერე რა, რომ მკერდი არ აქვს და იმ ლიფში ბამბის რგოლები უნდა ჩაიტენოს.
მარგარეტ საიმონის ამბები სკოლის, მეგობრობის, საიდუმლო შეკრებების, ბავშვური ხედვების, პირველი კოცნის და, უპირველეს ყოვლისა, ღმერთის ძიების ამბებია, რომლებიც ბრწყინვალე იუმორითაა გაჯერებული. მარგარეტს ხშირად არ ესმის მშობლების და აბრაზებს მათი საქციელი, მაგრამ ამ დროს შეუძლია ნიუ-იორკში დარეკოს და თავისი დარდი მსოფლიოში ყველაზე მხიარულ და სასაცილო ბებიას გაუზიაროს. სამოცი წლის სილვია საიმონი, რომელიც თმის ფერს თვეში ერთხელ იცვლის და დარწმუნებულია, რომ თუ ღამით ქუჩაში გავა, აუცილებლად გაძარცვავენ, მუდამ მზადაა, მარგარეტს მოუსმინოს.
ამ რომანში ხდება ის, რაც ყველა გოგოს ცხოვრებაში ხდება - პირველად და რასაც დიდი განცდები, დიდი სიხარული და უხერხულობები ახლავს თან. ჰოდა, თუ მარგარეტის თანატოლები ხართ ან თუ გინდათ, ცოტა ხნით ბავშვობაში დაბრუნდეთ და გულიანად იცინოთ, ჯუდი ბლუმის წიგნი უნდა გადაშალოთ. წიგნის დახურვის შემდეგ კი აუცილებლად იტყვით:
-აქ ხარ, ღმერთო? მადლობა, რომ მკითხველებს მარგარეტ საიმონი გვაჩუქე.