კალათა 0
%
8.97 L14.95 L
ძველი კოლხეთის ისტორიის საკითხები
კალათაში დამატება

კატეგორია: სამეცნიერო ლიტერატურა

გამომცემლობა: არტანუჯი

ISBN: 978-9994-055-54-8

გვერდები: 472

ფორმატი: 17x24

გამოცემის თარიღი: 2009

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


კრებულში თავმოყრილ სტატიებში შესწავლილია ძვ.წ. VIII-I საუკუნეების კოლხეთის საშინაო ცხოვრებისა და საგარეო ურთიერთობების სფეროში მომხდარი უმნიშვნელოვანესი ფაქტები და მოვლენები, აქ მიმდინარე რთული ეთნოპოლიტიკური და სოციალური, ეკონომიკური, კულტურული პროცესები. სტატიები კრებულში სამ ნაწილად არის შესული: I – ურბანისტული ცივილიზაციის წარმოქმნა-განვითარება და სახელმწიფოებრიობის გენეზისი ძველ კოლხეთში, II – ადრეული კონტაქტები ეგეოსურ- მცირეაზიურ სამყაროსთან წინა და ადრეანტიკურ ხანაში (ძვ. წ. VIII-IV სს.), III – კოლხეთის ურთიერთობა ბერძნულ სამყაროსთან – იონიური კოლონიზაცია და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ქალაქ-ახალშენთა თავისებურებანი.
 
აღნიშნულ სამ ნაწილს მოსდევს დანართი სამი სტატიის სახით: იბერიისა და რომის ურთიერთობა ახ. წ. II საუკუნის პირველ ნახევარში; ეგრისისა და ქართლის ურთიერთობისათვის და ძველი აფხაზეთის ეთნოპოლიტიკური ისტორიის საკითხები.
 

იხილეთ ასევე