კალათა 0
%
8.13 L12.50 L
შვიდი საღამო
კალათაში დამატება

კატეგორია: პროზა

გამომცემლობა: ინტელექტი

ISBN: 978-9941-458-56-9

გვერდები: 164

ფორმატი: 14x18

გამოცემის თარიღი: 2015

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია


თარგმნა ნინო ქაჯაიამ

 

ამ წიგნში შესულია ხორხე ლუის ბორხესის მიერ 1977 წლის ზაფხულში, ბუენოს-აირესში, კოლიზეუმის თეატრში წაკითხული შვიდი ლექცია.

დიდი მწერალი გვესაუბრება დანტეს ღვთაებრივ კომედიაზე, ათას ერთ ღამეზე, ბუდიზმზე, პოეზიაზე, კოშმარზე, კაბალაზე, სიბრმავეზე... ძალზე საინტერესოდ, ცოცხლად გვიზიარებს მოსაზრებებსა და შთაბეჭდილებებს და გვიღვიძებს სურვილს, წავიკითხოთ ან გადავიკითხოთ ლიტერატურული შედევრები, დავფიქრდეთ იმაზე, რაზეც არ გვიფიქრია, ან სხვა თვალით დავინახოთ ლიტერატურული თუ ცხოვრებისეული მოვლენები.

ესაა უაღრესად განათლებული და ნიჭიერი ადამიანის ნააზრევი; ადამიანისა, რომელსაც ეკუთვნის სიტყვები: „სამოთხეზე ფიქრისას ყოველთვის რაღაც ბიბლიოთეკისმაგვარი წარმომიდგება თვალწინ“.

ბორხესის „შვიდი საღამო“ საუკეთესო საკითხავია მათთვის, ვისთვისაც ლიტერატურა განუყრელი დღესასწაულია.

 

იხილეთ ასევე