კალათა 0
%
8.11 L16.90 L
შენი ცხოვრების ამბები
კალათაში დამატება

კატეგორია: ფენტეზი/სამეცნიერო ფანტასტიკა

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ISBN: 9789941474583

გვერდები: 434

ფორმატი: A5

გამოცემის თარიღი: 2018

ყდა: რბილი

სტატუსი: გაყიდვაშია



ტედ ჩანი ამერიკელი მწერალია, თანამედროვე სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთი საინტერესო, პოპულარული და ხმაურიანი წარმომადგენელი. მას ოთხ-ოთხჯერ აქვს მოგებული ისეთი მნიშვნელოვანი ჟანრული პრემიები, როგორებიცაა "ჰიუგო", "ნებულა" და "ლოკუსი".

მოთხრობების კრებული "შენი ცხოვრების ამბები" სხვადასხვა თემატიკის ნაწარმოებებს აერთიანებს. აქ შეხვდებით ბაბილონის გოდლის აშენების ალტერნატიულ ვერსიას; მოთხრობას სახელდებასა და კაბალას სხვა საიდუმლოებებზე; ამბავს მათემატიკოსზე, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მათემატიკა არც ისე ზუსტი მეცნიერებაა და ამის გამო თავის მოკვლა უნდა; და რაც მთავარია, მოთხრობას "შენი ცხოვრების ამბავი", რომლის მიხედვითაც გახმაურებული ფილმი, "ჩამოსვლა" (Arrival), არის გადაღებული.

კრებულს ბოლოში ერთვის ავტორისეული განმარტებები, სადაც ტედ ჩანი საინტერესოდ გვიამბობს თითოეული მოთხრობის შექმნის ისტორიას.

იხილეთ ასევე