ჟუჟა

ნინო ხარატიშვილი

₾ 10.80 ₾ 18.00 -40%

Rating details · 131 ratings · 329 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 978-9941-446-98-6
გვერდები 352
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2014
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

გერმანულიდან თარგმნეს მანანა თანდაშვილმა, ეკატერინე რაისნერმა და ნატალია ნადირაშვილმა

 

რომანის მთავარი ინსპირატორი ერთი რეალური ფაქტია, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში, საფრანგეთში მოხდა: ჟან სარეს ავტორობით გამოცემული წიგნი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკის 14 ქალის თვითმკვლელობის მიზეზი გახდა. გაჩნდა ეჭვიც, რომ ჟან სარე მისტიფიკაცია იყო და ამ „მკვლელი“ წიგნის ავტორი სულაც არ ყოფილა 17 წლის და არ დაუსრულებია სიცოცხლე მატარებელში ჩავარდნით. თუმცა ფაქტმა მაშინვე წარმოშვა ლეგენდები.

 

როგორი უნდა იყოს წიგნი, რომ მან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკის და სულიერ-სოციალური კატეგორიის ქალს (!) თავი მოაკვლევინოს? „ჟუჟა“ ამ კითხვას უტრიალებს და, ბუნებრივად, რომანის მთავარი გმირიც ჩნდება: ის არა რომელიმე კონკრეტული პერსონაჟია, არამედ წიგნი, ლიტერატურული ტექსტი, რომელიც 1940-იან წლებში საფრანგეთში დაიწერა და მერე მრავალი ქალის ბედი განსაზღვრა.

 

რომანს დეტექტიური დინამიკა კიდევ უფრო მეტ სიცხოველეს სძენს, წიგნი ჩამთრევად, ერთი სულის მოთქმით ამის გამოც იკითხება. ევროპაში ის შეფასდა, როგორც ახალგაზრდა „სარეს ვნებანი“ (ვერთერული ალუზიებით). იყო მოსაზრებებიც, რომ ეს ქალებზე დაწერილი წიგნია, ფემინისტური ტექსტი („მარტოსულ ქალთა გამყინვარების ხანა“ – ასე ასათაურებს რომანზე რეცენზიას ცაიტის კორესპონდენტი ინგე კუტნერი), თუმცა, ნინო ხარატიშვილის ოსტატობის აღსანიშნავად უნდა ვთქვათ, რომ „ჟუჟა“ კონკრეტული „ისტიზმ“-ს კატეგორიებზე გაცილებით მაღლა დგას და საბოლოოდ, ის ადამიანური ყოფის საზრისზე, ადამიანის სულიერ ბედისწერაზე აფიქრებს მკითხველს.
 






 

ნინო ხარატიშვილი - გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერალი, დრამატურგი და რეჟისორი, დაიბადა თბილისში 1983 წელს. თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ჰამბურგის თეატრალურ აკადემიაში. იგი არაერთი თეატრალური და ლიტერატურული პრემიის მფლობელია. 2008 წელს მიიღო ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის პრიზი პიესისთვის "ლივ შტაინი" ნომინაციაში "წლის საუკეთესო პიესა", იმავე წელს დაჯილდოვდა როლფ მარეს პრემიით კატეგორიაში "წლის საუკეთესო დადგმა" პიესისთვის "აგონია". 2010 წელს მიიღო ადალბერტ ფონ ჩამისოს პრემია გერმანული ლიტერატურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის. ნინო ხარატიშვილის პიესები იდგმება გერმანიის, ავსტრიის, შვეიცარიისა და რუსეთის თეატრების სცენებზე.

ქართველი მაყურებელი ნინო ხარატიშვილის, როგორც დრამატურგსა და რეჟისორს, 2012 წლიდან იცნობს - თბილისის სამეფო უბნის თეატრის სცენაზე მან თავად დადგა საკუთარი პიესა "ლივ შტაინი".

არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა ნინო ხარატიშვილის დებიუტი პროზაში. მისი პირველივე რომანი "ჟუჟა" (2010) ბუდენბროკჰაუსის ლიტერატურული პრემიით აღინიშნა და 2010 წელს გერმანულენოვანი წიგნების საუკეთესო ოცეულში შევიდა.

ამ წიგნით ქართველი მკითხველი პირველად გაეცნობა გერმანიაში მოღვაწე ქართველი ავტორის პროზას ქართულად.

ჟუჟა

ნინო ხარატიშვილი

₾ 10.80 ₾ 18.00 -40%

Rating details · 131 ratings · 329 reviews