კალათა 0
14.90 L
2010: ოდისეა 2

კატეგორია: ფენტეზი/სამეცნიერო ფანტასტიკა

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

ISBN: 978-9941-467-48-6

გვერდები: 374

ფორმატი: 13.5x20

გამოცემის თარიღი: 2016

ყდა: რბილი

სტატუსი: არ არის გაყიდვაში


თარგმნა არჩილ კიკვაძემ


„2010: ოდისეა 2“ პირველი წიგნის გაგრძელებაა, თუმცა ზოგიერთი ეპიზოდი ფილმის – „კოსმოსური ოდისეა 2001“ – ხაზს მისდევს. ნაწარმოები ხანგრძლივი მოგზაურობაა საიდუმლოს ამოხსნისაკენ. იდუმალი მონოლითი ადამიანებს კვლავ თავისკენ, სხვა სამყაროსკენ იხმობს. სხვადასხვა ქვეყნის კოსმოსური ხომალდებიც სრბოლაში ებმებიან, თუმცა მათი თითქმის ყოველი მცდელობა, მიუახლოვდნენ შავ მონოლითსა და ამოხსნან საიდუმლო, იქ წყდება, სადაც ბოუმენის ფანტასტიკური თავგადასავალი იწყება. განსხეულებული ბოუმენი კი დაუსრულებლად მოგზაურობს სამყაროთა შორის არსებულ სივრცეებში – ზოგჯერ უახლოვდება იმ წერტილს, რომელიც წამის თუ საუკუნის წინ დატოვა, ზოგჯერ მტვრის ნაწილაკებად იფანტება ხომალდზე… და კვლავ რჩება მარადიული კითხვები. კაცობრიობა კი ვერ მოისვენებს, სანამ პასუხებს არ მიაგნებს.

იხილეთ ასევე