გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია

ნიკა ხოფერია

₾ 6.50 ₾ 10.00 -35%

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941445859
გვერდები 252
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2016
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

გვიანანტიკური ეპოქა (III-VI სს.), რომელსაც ეს წიგნი ეხება, ევროპის ფორმირების, ბნელი ხანის, ხალხთა დიდი გადასახლებისა და ბარბაროსთა შემოსევების სახელითაც არის ცნობილი. დასავლეთ რომის იმპერია დაეცა და მის ტერიტორიაზე გამოჩნდნენ სკანდინავიელი, ბალტიელი და შორეული აღმოსავლეთის სტეპების ხალხები.
 
აღმოსავლეთ რომის იმპერია, ბიზანტია კვლავ პირველობდა ევროპულ სივრცეში, აღმოსავლეთში კი მას სასანური ირანი უწევდა მეტოქეობას. მათი დაპირისპირების ერთ-ერთი საკვანძო, გარდამტეხი წერტილი კავკასია იყო.
 
ორი მძლავრი იმპერიის ინტერესებში მოექცა იბერიისა და ლაზიკის სამეფოები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ თავისუფლებისთვის.
 
ამ პერიოდის გამორჩეული მოღვაწე იყო იბერიის მეფე ვახტანგ გორგასალი, რომლის ხანგრძლივი მეფობის ხანა განსაკუთრებით საინტერესოა სამხედრო ისტორიის თვალსაზრისით.
 
ნაშრომში ქართული და უცხოური ისტორიული წყაროებისა და არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ვრცლად არის მიმოხილული გვიანანტიკური სამხედრო საქმის თავისებურებები ქართულ სამეფოებსა და მათ მეზობელ ქვეყნებში, ასევე ანტიკური ხანის კავკასიის ისტორიის ზოგიერთი დეტალი. 

ჩემი საუკუნე

კობა იმედაშვილი

₾ 12.50 ₾ 24.95 -50%

Rating details · ratings · reviews

ჩადექი მანდ!

ზაზა თვარაძე

₾ 9.70 ₾ 14.95 -35%

Rating details · ratings · reviews