ფიქრების პანოპტიკუმი

ივანე ამირხანაშვილი

₾ 13.00 ₾ 19.95 -35%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941316784
გვერდები 324
ფორმატი 13.50/20
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

საიდანღაც მოდის ან მოაქვთ ახალი ტექსტი, კითხულობ, აკვირდები, უკირკიტებ: თავიდან ბგერა მოდის შენამდე, შემდეგ სიტყვა, იმის შემდეგ ფრაზა, აზრი და თვალწინ იქსოვება უცხო ნაჭერი – ტექსტილი, რომელსაც აქვს თავისი ფაქტურა, ფერი, ფორმა, ფუნქცია. იწყებ ახსნას, გაანალიზებას და ჩნდება კონფლიქტი – გრძნობიერი უპირისპირდება გონებისმიერს, რათა მოკლე ჩართვასავით იფეთქოს აზრმა... ასე ბადებს ტექსტი პირველ აზრს, პირველ შეფასებას თავის თავზე. კონვეიერი კი არ ჩერდება. ტექსტი ტექსტს მოსდევს, ფიქრი ფიქრს. გამოხდება ხანი და ეს ფიქრები თვალწინ ლაგდება, როგორც ფიგურების სიმეტრია, როგორც პანოპტიკუმი... ეს არის და ეს.