ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი

ლევან ბოლქვაძე

₾ 8.00 ₾ 15.95 -50%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941315398
გვერდები 212
ფორმატი 14/20
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„ნაწარმოებს ზღაპარი თუ ჰქვია სულაც არ ნიშნავს, რომ მხოლოდ პატარებისთვის დაწერეს. ლევან ბოლქვაძის ზღაპარიც მოზარდების, მათი მშობლებისა და მასწავლებლების წასაკითხი წიგნია. ყველაზე მეტად კი სწორედ მასწავლებლების ყურადღება მინდა მივიქციო, ერთი უბრალო მიზეზის გამო – საუკეთესო კლასგარეშე საკითხავი რომ შესთავაზონ მოსწავლეებს.
 
ზღაპარს ვერც ლევან ბოლქვაძის ცხოვრებას დავარქმევდი: ოცდაერთი წლის იყო, რომ გადაასახლეს და სამი წელი გულაგში გაატარებინეს. „მკითხველო, შესაძლოა თორმეტი წლის ბიჭი არც ისე პატარა გეჩვენოს, მაგრამ, როცა გიამბობ თავს რაც გადახდა, მაშინ დამეთანხმები, რომ მისთვის ასეთი ფათერაკები ნამდვილად ნაადრევი იყო,“ – ავტობიოგრაფიული მომენტები ნაწარმოების დასაწყისიდანვე თვალშისაცემია. მთავარ გმირ ჭაბუკასა და ავტორს შორის უნებლიეთ პარალელს ვავლებთ...
 
1978 წელს გამომცემლობა „ნაკადულის“ რედაქტორმა, არჩილ სულაკაურმა „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ რისკის ფასად გამოსცა. იმჟამინდელი პოლიტიკური ატმოსფეროდან გამომდინარე, რუსებმა ნაწარმოებს პოლიტიკური პამფლეტი უწოდეს და თარგმანზე უარი განაცხადეს. თუმცა, შორს რომ არ წავიდეთ, წიგნი სათანადოდ არც ქართველმა მკითხველმა მიიღო და გაითავისა. საბავშვო თუ საყმაწვილო ლიტერატურაში მრავლად გვხვდება მსგავსი გმირები, უამრავი დადებითი თვისებით აღჭურვილები და ამავე დროს წიგნიერები. ეს ერთგვარი ნელი მოქმედების ნაღმია, მწერალი საკუთარ აბზაცებში შეგნებულად რომ დებს...“ – მაკა ლდოკონენი


სული-ჩიტი

თამარ გეგეშიძე

₾ 12.80 ₾ 15.95 -20%

Rating details · 4 ratings · 13 reviews