გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941504570 |
გვერდები | 124 |
ფორმატი | 11x18 |
გამოცემის თარიღი | 2023 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„ხვიჩა – ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“ – თითქოს ბიოგრაფიული ტექსტია და თან არც არის ბიოგრაფიული. ფეხბურთელს კარიერის დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი წინ აქვს, შესაბამისად წიგნი უფრო პორტრეტია – ხვიჩასი, მისი ოჯახის, ნათესავების, წინაპრების, მნიშვნელოვანი ადამიანების. ეს ნაწარმოები საქართველოზეცაა, ქართულ ფეხბურთზე, სამეგრელოზე – მცირე მოგზაურობაა წარსულში – სადაც უხილავი მეგზური ხვიჩა კვარაცხელია იქნება.
აკა მორჩილაძის წინასიტყვაობით
გიორგი კეკელიძე – პოეტი, პროზაიკოსი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, საგანმანათლებლო მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ დამფუძნებელი, წიგნის, პრესისა და დამწერლობის მუზეუმების შექმნის ინიციატორი, lib.ge-სა და lib-აკადემიის დამაარსებული. პრემიების – „საბას“ და „წინანდლის“ ლაურეატი. მისი წიგნები „გურული დღიურები“ და „თომას ზღაპრები“ ბესტსელერებია და ნათარგმნია მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე.