გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941316821 |
გვერდები | 68 |
ფორმატი | 17/25 |
გამოცემის თარიღი | 2023 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ახლა, როცა გიორგი კეკელიძის სიმღერებად წოდებულ ლექსებზე ვწერ, ჯერ არ ვიცი და არც ავტორისთვის მკითხავს, რა დაერქმევა წიგნს, მაგრამ მგონია, რომ ლექსების მიმდევრობა ისეთივე ან თითქმის ისეთივე იქნება, როგორც იმ სამუშაო ფაილში) დალაგებული, რომელიც წავიკითხე. ვვარაუდობ, რომ ავტორს ბევრი უფიქრია ამ განსხვავებული, თუმცა ყოველთვის მაღალი სალექსო ტექნიკით შეთხზული ლექსების მიმდევრობაზე, და ეს მიმდევრობა შინაარსის ნაწილად აღიქმება, რაც არც ისე ხშირია თანამედროვე ქართულ პოეზიაში; კიდევ უფრო იშვიათია ის სტილური და ფორმალურ. ემოციურ და შინაარსობრივი მრავალფეროვნება, რომელსაც პოეტი გვთავაზობს. როგორც წესი, პოეტები უფრთხიან ასეთ მრავალფეროვნებას ერთი კრებულის ფარგლებში, რადგან მას ყოველთვის ახლავს სტილური ამორფულობის, ქაოსურობის რისკი, და ძალიან მაღალი პოეტური კულტურაა საჭირო, ეს მრავალფეროვნება წესრიგად აქციო. კრებულში ეს სირთულე საუკეთესოდაა გადალახული. აქ, ცხადია, არ ვგულისხმობ მხოლოდ რეგულარული და თავისუფალი სალექსო ფორმების მონაცვლეობას, ფორმების, რომლებსაც თანაბარი ოსტატობით ფლობს გიორგი კეკელიძე. კრებულში არის აბსტრაქციაც და უკიდურესი ნატურალიზმიც, თითქმის თვითმდინარი ცნობიერების ნაკადიც და მცირე ლექსების დაწურული ლაკონიზმიც, ირონიაც და შეუნიღბავი სევდაც, და ამ ყველაფერს ადუღაბებს ენისა და ემოციის მართვის ძალიან მაღალი, ფაქიზი კულტურა. რომლის წყალობით ბუნებრივი მთლიანად იკითხება ისეთი განსხვავებული ლექსები, როგორიცაა, მაგალითად, „სოფლის სიმღერა“, „შიშს სიმღერა“, „ბოლო წასვლის სიმღერა“, „ოჯახს სიმღერა“. ეს მეტისმეტად ტკივილიანი კრებულია, რამდენადაც პირადული, იმდენადვე საყოველთაო და გასაგები; წიგნის ფორმატში სწორად შეფუთული მაღალი პოეზია. რომლის მხატვრულ და გეოგრაფიული სიმართლე ახლობელი უნდა იყოს, თუმცა მხოლოდ მომზადებული. მაგრამ მაინც მრავალნაირ გემოვნებისა და გამოცდილების მკითხველისათვის. ზვიად რატიანი