ხუთი კომედია

ბასა ჯანიკაშვილი

₾ 9.70 ₾ 14.95 -35%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941315022
გვერდები 312
ფორმატი 15x21
გამოცემის თარიღი 2022
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

კრებულში თავმოყრილ პიესებში ღონიერი სიცილის ხმა ისმის, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი კომედიაა. პირიქით, ერთი შეხედვით მხიარული, აბსურდული, არასერიოზული სიტუაციების მიღმა ტრაგიკული ეგზისტენციური საზრისებია, რაც პიესებს მრავალპლანიან ტექსტებად და სასცენო ინსპირაციად აქცევს.
 
ძალადობრივი სისტემის პლაკატურ, კონკრეტულ კოდებამდე დაყვანილ ანატომიას („დიქტატურა“) ანტისახელმძღვანელოს პრინციპი აქვს; ავტორი შიფრავს და ამავე დროს დასცინის, მათ შორის თავისუფლების იდეასაც კი, რომელიც ამგვარ სისტემებში, შესაძლოა, ყველაზე არაჯანსაღ, ატროფირებულ, უიდეო მოვლენად გარდაისახოს.
 
საიქიოსა და სააქაოს, სიკვდილისა და სიცოცხლის ვირტუალურ საზღვართან ყველა საზრისი აბსურდად იქცევა, ყველა პირობითობა ახალ, უფრო მძლავრ პირობითობაში გადადის („ლაბადა და ფეხსაცმელი“, „სულიკო“); ადამიანური ურთიერთობების ტრაგიკომიკურ ქაოსში ზოგჯერ სიყვარული საბედისწეროდ ჰერმეტულია („მეზობლები“), ზოგჯერ კი მას საკმარისზე მეტი თვითმხილველი ჰყავს („თითით საჩვენებელი“)..