სულები და თანამოაზრეები

ბასა ჯანიკაშვილი

₾ 4.50 ₾ 6.95 -35%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941310171
გვერდები 88
ფორმატი 12.5/19
გამოცემის თარიღი 2019
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ოთხი მეშახტე მიწისქვეშეთში ხვდება, სადაც ჰადესი და მისი მსახური ცერბერი ბიტკოინის მოპოვების ბიზნესში ჩაბმულან. მეშახტეები სხვადასხვა ქვეყნიდან და ეპოქიდან არიან: ქართველი ვაჟა ასლამაზიშვილი 1991 წლიდანაა, უკრაინელი პეტრო ბოიკო 2019-დან, გერმანელი კლაუს მიულერი 1866-დან, ხოლო ინგლისელი ჯონ ტეილორი 1984-დან.

 

რა უნდათ მეშახტეებს ღმერთისგან? შრომის უფლება, უსაფრთხოება, პირობების გაუმჯობესება, ღირსეულ შრომის ანაზღაურება... წინააღმდეგ შემთხვევაში მიწისქვეშეთის აფეთქებით იმუქრებიან. ჰადესი, როგორც ჭეშმარიტი ევროპელი ღმერთი მოლაპარაკების მომხრეა, თუმცა ეჭვი აქვს, რომ ეს ოთხი თავზეხელაღებული მეშახტე მისი ცოლის, პერსეფონეს მოსატაცებლად გამოგზავნა ზევსმა.

 

როდესაც მიწისქვეშეთში მოხვედრილი ოთხი მეშახტე ჰადესს ულტიმატუმს წაუყენებს და პირობების შესრულებას ელოდება, რა ხდება ხოლმე ასეთ დროს? გეტყვით! ასეთ დროს დგება სულებისა და თანამოაზრეების დრო.