| გამომცემლობა | არტანუჯი |
|---|---|
| ISBN | 9789941421778 |
| გვერდები | 442 |
| ფორმატი | 14.8x21 |
| გამოცემის თარიღი | 2012 |
| ყდა | რბილი |
| სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ
ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანი „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ 1916 წელს გამოქვეყნდა. ჯოისის ამ ნაწარმოებს მალე გამოუჩნდნენ დამფასებლები. ჯოისის ერთადერთი პიესა „გაძევებულნი“, რომელიც 1914-1915 წლებში დაიწერა, მოგვითხრობს ნახევრად ავტობიოგრაფიული პერსონაჟის, მწერალ რიჩარდ რაუენის რთულ ურთიერთობებზე მის ცოლთან – ბერტასთან, სიყრმის მეგობართან – რობერტ ჰენდთან და ახალგაზრდობისდროინდელ შთაგონებასთან – ბეატრიჩე ჯასტისთან. კლასიკური სამკუთხედი აქ ოთხკუთხედითაა შეცვლილი. რაუენი ცდილობს განთავისუფლდეს დრომოჭმული მორალური პირობითობებისგან.
ამ ფონზე ჯოისი იკვლევს ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების საკითხს. აღსანიშნავია, რომ ჯეიმზ ჯოისის ეს ორი ნაწარმოები – „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ და „გაძევებულნი“ დაიწერა მის ორ უმნიშვნელოვანეს წიგნს – „დუბლინელებსა“ და „ულისეს“ შორის.