ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას

ჯეიმზ ჯოისი

₾ 7.80 ₾ 12.95 -40%

Rating details · 116394 ratings · 224370 reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941463266
გვერდები 324
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2016
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ
 
„ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანია, რომელიც 1916 წელს გამოქვეყნდა.
 
ავტობიოგრაფიული რომანის მთავარი გმირი იბრძვის იმ რუტინული საზოგადოებრივი ატმოსფეროს წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს დაიმსგავსოს, თავის თარგზე გამოჭრას იგი. წარსულზე შეყვარებული მამის დარიგებები უაზრო, გაბმულ გუგუნად ჩაესმის და უკვე ამ ასაკში იცის, რომ მამის გზა არ არის მისი. ამაოდ ჩაივლის იეზუიტი აღმზრდელების მრავალწლიანი ღვწა და დედის რჩევები. სტივენი უარყოფს სასულიერო კარიერასაც. მეგობრებს არ მოსწონთ, რომ სტივენი მათგან განსხვავებულია და მის „მოქცევას“ ცდილობენ.
 
„გახდი ერთ-ერთი ჩვენგანი“, მიმართავს სტივენს მისი სტუდენტობის მეგობარი დავინი. სტივენს ფიზიკური ძალადობისა და დამცირების გადატანის ფასად უწევს საკუთარი აზრისა და გემოვნების დაცვა თანაკლასელი ჰერონისა და მისი ორი კომპანიონისაგან, რომლებიც ცდილობენ ათქმევინონ, რომ ბაირონი არ არის საუკეთესო პოეტი. უფრო მოგვიანებით ის უარს ამბობს შეუერთდეს ეროვნული აღორძინების მოძრაობას, რომელმაც იმ დროს მთელი ირლანდია მოიცვა. „თქვენ გაქვთ უფლება თქვენი გზით იაროთ. მეც მომეცით ნება, ჩემი გზით ვიარო“, ეუბნება სტივენი მათ. „საკუთარი გზით სიარული“ მისთვის ირლანდიის მიტოვება აღმოჩნდა, ისევე როგორც თავად ჯოისისათვის.
 
 

ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანი "ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას" 1916 წელს გამოქვეყნდა. ჯოისის ამ ნაწარმოებს მალე გამოუჩნდნენ დამფასებლები. "ეს დიდი ლიტერატურაა" – ასეთი იყო ჰერბერტ უელსის აზრი მაშინ ჯერ კიდევ ფართო საზოგადოებისათვის უცნობი მწერლის რომანზე.

დუბლინელები

ჯეიმზ ჯოისი

₾ 16.00 ₾ 19.95 -20%

Rating details · 2296 ratings · 4534 reviews