ღამისთევა ფინეგანისათვის

ჯეიმზ ჯოისი

₾ 29.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941318757
გვერდები 432
ფორმატი 16.4×23.5
გამოცემის თარიღი 2025
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ჯეიმზ ჯოისის უკანასკნელი რომანი „ღამისთევა ფინეგანისათვის“ რევოლუციური შედევრია, რომელზეც ავტორი 17 წელი მუშაობდა და 60-მდე ენა გამოიყენა. „მეხუთე სახარებად“ წოდებული რომანის მთავარი სირთულე, მრავალენოვანობის გარდა, უხვი ალუზია-რემინისცენციები და სიტყვათა ვირტუოზული თამაშია.  რომანს ხშირად „ღამის წიგნად“ მოიხსენიებენ, რადგან მოქმედება ღამით ხდება, როდესაც ადამიანის არაცნობიერი განსაკუთრებით ბნელი, ბუნდოვანი და შეუცნობელია.  „რა ხდება ძილის დროს, სიზმარში – აი, რისი გადმოცემა მსურს“, – წერდა ჯოისი.

ჯეიმზ ჯოისმა თავის Magnum opus-ის სათაურში მრავლობითით გამოიტანა გვარი Finnegans – რაც მიუთითებს, რომ თითოეული ჩვენგანი ცალ-ცალკე და ყველანი ერთად ვართ „ფინეგანები“, რომელთაც აღდგომა-განახლებისთვის დაცემა და სიკვდილი უნდა განვვლოთ. ფინეგანის გაცოცხლება ირონიულ-პაროდიულია, რადგან სხვადასხვა რელიგიასა და მითოლოგიაში მკვდრეთით ღმერთები/გმირები აღდგებიან, ხოლო ჯოისის რომანის პერსონაჟი ამაღლებული საწყისისგან შორსმყოფი ერთი ჩვეულებრივი ლოთი, გახრწნილი კაცია. ფინეგანი ყველა დაცემული ღმერთი, ადამიანი და მითური გმირია, რომელთა აღდგომას ელის კაცობრიობა. „ღამისთევა ფინეგანისათვის“ ერთადერთი რომანია, რომელიც დღემდე არ თარგმნილა და პირველად გამოიცემა ქართულად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯეიმზ ჯოისის კვლევასა და თარგმნას დიდი ტრადიცია აქვს. ამ უკანასკნელს გასული საუკუნის 70-იან წლებში ნიკო ყიასაშვილმა ჩაუყარა მყარი საფუძველი.

თარგმნილია ჯოისის ყველა ნაწარმოები, ზოგიერთი მათგანი („დუბლინელები“, „ჯაკომო ჯოისი“) – რამდენჯერმეც კი.


დუბლინელები

ჯეიმზ ჯოისი

₾ 14.00 ₾ 19.95 -30%

Rating details · 2296 ratings · 4534 reviews