
გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 978-9941-312-69-4 |
გვერდები | 116 |
ფორმატი | 12.5X19 |
გამოცემის თარიღი | 2021 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
საქართველოს შუაგულში, ერთმანეთისგან არც თუ ისე შორს, ორი ქალაქი მდებარეობს: ხაშური და ჭიათურა. რა ვიცით მათ შესახებ? ალბათ, ბევრი არაფერი. თუმცა, ამის გამოსწორება დათო ტურაშვილის იუმორითა და სევდით ერთნაირად სავსე ორი პიესით შეიძლება.
ჭიათურა და ამერიკიდან ჩამოსული კომერსანტი ჰარიმანი; ჭიათურის ჩოგბურთის ჩემპიონატები, აკაკი წერეთელიც რომ ესწრებოდა; ჭიათურაში მასწავლებლად მომუშავე ოლია ოკუჯავას სკოლის წინ მომლოდინე გალაკტიონი; 1924 წელს აჯანყებული მაღაროელები; ჭიათურის თეატრი და მის სცენაზე მოცეკვავე ეთერ ფაღავა და ვახტანგ ჭაბუკიანი; ბაგირგზების შესასწავლად ჩინეთიდან ჩამოსული ვინმე ვან ში ხუა...
ხაშური და მთავარმმართებელი დონდუკოვი, ხაშურში ნავსადგურის აშენება რომ გადაწყვიტა; 1937 წელს დახვრეტილი, ცნობილი მენშევიკი ნიკიფორე იმნაიშვილი, რომელიც ხაშურის გიმნაზიაში ასწავლიდა და 1918 წელს თავისი მოსწავლეები გაკვეთილიდან პირდაპირ ფრონტის ხაზზე წაიყვანა; გიორგი გურჯიევის მიერ გახსნილი თეატრი და მაღაზია ხაშურში; ხაშურის ჯინსების ფაბრიკა... − ეს იმ ნაკლებად ცნობილი ამბების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც პიესებში ვიპოვით
მსახურთა შემოდგომა
₾ 14.95 ₾ 20 -25%
სცენარები 1988-2014 - ზაზა ხალვაში
₾ 10.50 ₾ 14.95 -30%
არის ასეთი ქალაქი / ხაშურის სევდა
₾ 5.50 ₾ 10.00 -45%