მე რომ ფეხბურთელი ვიყო - ავტორის ხელმოწერით

დათო ტურაშვილი

₾ 8.80 ₾ 13.50 -35%

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941445965
გვერდები 186
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2024
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

დათო ტურაშვილმა წიგნი დაწერა ფეხბურთის შესახებ და მინდოდა ორიოდ სიტყვით მეთქვა, როგორ თამაშობდა, ფეხბურთს თვითონ ტურიკა. ფეხბურთზე არასდროს უვლია ბავშვობაში ცოტა ხანს დადიოდა ჭადრაკზე, მაგრამ ფეხბურთს თამაშობდა ძალიან მაგრად. ასეთი რამე, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტურიკას დაემართებოდა. ჭადრაკზე დადიოდე და თამაშობდე ფეხბურთს მაგრად. თამაშობდა ზედმეტების გარეშე, ძალიან რაციონალურად და სუფთად, სწრაფად და სწორად და იყო ძალიან ტექნიკური. ურტყამდა იმგვარად, ძველი გულშემატკივრები რომ ზუსტს ეძახდნენ ძევიატკები, რამე, თითქმის მოქნევის გარეშე. ბურთს არ ათრევდა, რადგან მსუბუქიც იყო და მოქნილიც, ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოუდიოდა. ჭადრაკი თუ იყო რამე კავშირში ამასთან, ძნელი სათქმელია. დიდ მოედანზე რომ ეთამაშა, ოდესმე ან ფეხბურთელი გამოსულიყო, ალბათ. გარემარბი იქნებოდა. მუხლები სულ ტკიოდა, ეგეც მახსოვს საერთოდ, ძალიან კარგია, რომ ფეხბურთზე დაწერა. არ წერენ ჩვენთან ფეხბურთზე, მაგაზე ვინ დაიხარჯებაო თუ რა არის არ ვიცი. მწერლებსაც ნაკლებად უყვართ ფეხბურთი, ტურიკას კი ფეხბურთი დღესაც ისე უყვარს როგორც 30 წლის წინ, თორემ ხომ იცით, როგორც არის ხოლმე, უამრავი რამე უფერულდება და ქრება. ჰოდა, ეს სიყვარული კი მაინც არ გამქრალა... (აკა მორჩილაძე)