წითელთმიანი გოგონას რეცეპტები

ცისნამი საყვარლიშვილი

₾ 19.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 978-9941-31-770-5
გვერდები 116
ფორმატი 14.5x19.5
გამოცემის თარიღი 2024
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

თქვენ წინაშეა წიგნი, რომელიც უდროობისა და სამზარეულო სიძნელეების მითებს ერთიანად დაამსხვრევს, რადგან წითელთმიანი გოგონას რეცეპტები მარტივია და სწრაფად მზადდება. 
 
წითელთმიანი გოგონა არ არის მზარეული. წითელთმიანი გოგონა თანამედროვე, მუდამ გადარბენებზე მყოფი, საქმიანი ადამიანია, რომელსაც, წესით, სამზარეულოსთვის დრო არ უნდა რჩებოდეს, მაგრამ ასე არ არის. წითელთმიან გოგონას უყვარს სტუმრები, სახლი, სამზარეულო და უყვარს იმ მარტივი რეცეპტების მომზადება, რომლებიც დედამიწის ზურგზე მოგზაურობისას შეუგროვებია, თავის პატარა წითელ რვეულში ჩაუნიშნავს და თავადვე გამოუცდია.
 
წითელთმიანმა გოგონამ თავისი წითელი რეცეპტების რვეული დღეს წიგნად აქცია, რადგან გადაწყვიტა, რომ თავისნაირ საქმიან, თანამედროვე, სულ გადარბენებზე მყოფ ადამიანებს თავისი წილი გემოვნება გაუზიაროს და სამზარეულოში ფუსფუსი შეაყვაროს.