ვალაუვალი

ნანა აკობიძე

₾ 10.20 ₾ 16.95 -40%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941317095
გვერდები 170
ფორმატი 15/22
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

წიგნი, რომელსაც ახლა კითხულობთ, დაბრუნებაა 90-იანი წლების „ბებერი“ პოეტის, რომელმაც საკმაოდ ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის მერე აღმოაჩინა, რომ პოეზიის, მკითხველის და საკუთარი თავის წინაშე დიდძალი ვალი დაგროვებია – გამხდარა ვალაუვალი.
 
როგორც შოთა იათაშვილი წერს თავის წინასიტყვაობაში, ამ კრებულით „პოეზიისგან აღებული ვალი უკვე დაბრუნებული აქვს და აწი რას იზამს, ეს უკვე მისი საქმეა. თუმცა კრებულის მუხტი გვაფიქრებინებს, რომ ეს დაბრუნება საბოლოოა და კვლავ გადამალვას არ ექვემდებარება“.
 
ნანა აკობიძის ლექსები გვაიძულებს, ვიფიქროთ და ესაა სწორედ ის, რაც დღეს ინტერნეტით გაზარმაცებულ მკითხველს სჭირდება – ფიქრის იძულება.“ – ალეკო ცქიტიშვილი (90-იანი წლების ლიტერატურული გაერთიანება „ბებერი პოეტების ორდენის“ წევრი)