გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 978-9941-31-751-4 |
გვერდები | 120 |
ფორმატი | 12.5X19 |
გამოცემის თარიღი | 2024 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„ომი ბოლომდე მაშინ გაცნობს თავს, როცა უშუალოდ შეგეხება. სხვა დროს აისბერგივითაა – მთელი მისი მოცულობის მხოლოდ 10-15 პროცენტს ხედავ. ოღონდ, აისბერგი თანდათან დნება. ომი კი, თუ ერთხელ მაინც შეგეხო და ცოცხალი გადარჩი, არასდროს „დნება“ – სამუდამოდ რჩება შენში.
ამ წიგნის ყველა პერსონაჟი ნამდვილია. ფაქტებიც და მოვლენებიც ომის რეპორტიორის სიზუსტითაა გადმოცემული, ზუსტად ისე, როგორც იწერებოდა (ტექსტის ნაწილი – უშუალოდ ფრონტზე). ამბავი კი რეალურის და ირეალურის ზღვარზეა. ამბის თავიდან გამოგონება პლაცებო ეფექტივითაა: არ კურნავს, მაგრამ შველის.
ამ წიგნით დავასრულე ჩემი ომის ამბავი, რომელსაც, როგორც საფლავის ქვას აწერენ დაბადების და გარდაცვალების თარიღებს, ისე ვაწერ: „1993-2023.“ – ავტორისგან
September 22, 2024, 2:48 pm
"ბებერი პოეტების ორდენი"