სპილო წყვდიადში

ზურაბ გურული

₾ 5.00 ₾ 16.95 -71%

Rating details · 2 ratings · 6 reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941478673
გვერდები 382
ფორმატი A5
გამოცემის თარიღი 2018
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„სპილო წყვდიადში“ ძველინდური ფილოსოფიური იგავია სამყაროს იდუმალებაზე, რომელიც მოხდენილად გალექსა სუფიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, დიდმა პოეტმა, დარვიშმა და ფილოსოფოსმა ჯალალედინ რუმიმ. ზურაბ გურულმა თავად თარგმნა რუმის ეს ლექსიც და რომანში გამოყენებული სხვა ლექსებიც, რომლებიც ერთგვარ წინასიტყვაობად მიუძღვის რომანის მთავარი გმირის, სიმონ-საიმონის უცნაურ და ფათერაკიან თავგადასავალს თბილისიდან ახალ ორლეანამდე და შემდეგ ლუიზიანას უკიდეგანო ჭაობებში, ორლეანელ აჩრდილთა სამფლობელოში თუ ამერიკული კლინიკის საოპერაციოებში.



რომანი მარადიულ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა მისტიკის, მეცნიერების, ფილოსოფიისა და სიყვარულის მეშვეობით. – არის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?


 

„სპილო წყვდიადში“ თავისებური ამერიკული მელტინგ პოტ-იცაა, რომელმაც ერთგვარად შეიდნო და შეითავსა რომანის ქართველი, გერმანელი, ინდოელი, არგენტინელი, აფრიკელი თუ რუსი გმირები. ალბათ მკითხველიც სიამოვნებითგაჰყვება ამ უცნაურ თავგადასავალს და მათი საშუალებით შეეცდება საკუთარი სევდისა თუ იმედის გაქარწყლებასა თუ ახსნას.


ზურად გურული ამერიკელ-ქართველი ექიმია. იგი 90-იანი წლების ქაოსში ჩაძირული საქართველოდან გაჰყვა ემიგრაციის პირველ ტალღას და ამერიკის შერთებულ შტატებში დაიმკვიდრა თავი.
ეს რომანი მისი სამწერლო დებიუტია და ერთგვარად ავტობიოგრაფიულიცაა. "სპილო წყვდიადში" ძველინდური ფილოსოფიური იგავია სამყაროს იდუმალებაზე, რომელიც მოხდენილად გალექსა სუფიზმის ერთ-ერთმა ფუძელმდებელმა, დიდმა პოეტმა, დარვიშმა და ფილოსოფოსმა ჯალალედინ რუმიმ. ზურაბ გურულმა თავად თარგმნა როუმის ეს ლექსიც და რომანში გამოყენებული სხვა ლექსებიც, რომლებიც ერთგვარ წინასიტყვაობად მიუძღვის რომანის მთავარი გმირის, სიმონ-საიმონის უცნაურ და ფათერაკიან თავგადასავალს თბილისიდან ახალ ორლეანამდე და შემდეგ ლუიზიანის უკიდეგანო ჭაობებში, ორლეანელ აჩრდილთა სამფლობელოში თ აფრიკული კლინიკის საოპერაციოებში.
"სპილო წყვდიადში" მარადიულ კითხვაზე პასუხის გაცემის მცდელობაა მისტიკის, მეცნიერების, ფილოსოფიისა და სიყვარულის მეშვეობით.
არის სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?
ადამიანთა მიერ დაგროვებული ცოდნა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ რაიმე გადაჭრით ვამტკიცოთ, თუ სამყარო ისევ რჩება ბნელ კარავში დაბმულ სპილოდ, რომელსაც ხელის ცეცებით ვვეხებით და მხოლოდ შხების წერტილებით ვცდილობთ მის მთლიანად აღქმას?..
იმედია, რომანი ერთნაირად გაიტაცებს თავგადასავლების, მისტიკის, ფილოსოფიის, მედიცინის მოყვარულებს დ აორლეანური მუსიკის მოტრფიალეებსაც, რადგან რომანის თავები მუსიკალურადაც არის გაფორმებული.
"სპილო წყვდიადში" თავისებური ამერიკული MELTING POT-იცაა, რომელმაც ერთგვარად შეიდნო და შითავსა რომანის ქართველი, გერმანელი, ინდოელი, არგენტინელი. აფრიკელი თუ რუსი გმირები. ალბათ მკითხველიც სიამოვნებით გაყვება ამ უცნაურ თავგადასავალს დ ამათი საშუალებით შეეცდება საკუთარი სევდისა თ იმედის გაქარწყლებასა თუ ხსნას.

უცვეთი ანრი

მარიკა მამალაძე

₾ 5.80 ₾ 8.95 -35%

Rating details · ratings · reviews

მამაო

ბესო ხვედელიძე

₾ 6.50 ₾ 10.00 -35%

Rating details · ratings · reviews