საქართველოს ისტორიული გეოგრაფია. შრომები – I

დავით მუსხელიშვილი

₾ 27.97 ₾ 39.95 -30%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941504617
გვერდები 608
ფორმატი 16.5/22
გამოცემის თარიღი 2023
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

დავით მუსხელიშვილის „შრომების“ I ტომში განთავსებულია ფუნდამენტური ნაშრომი „საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები“, რომელიც თავდაპირველად ორ ტომად გამოიცა, 1977 და 1980 წლებში.
 
მონოგრაფიაში მიმოხილულია, თუ როგორ მიმდინარეობდა და რა შიდა მიზეზებით იყო განპირობებული ქართულ „ქვეყანათა“ კონსოლიდაციის მრავალსაუკუნოვანი პროცესი, რისი შედეგიც ფეოდალური სახელმწიფოს – „საქართველოს“ წარმოქმნა იყო. ნაშრომის პირველ ნაწილში ეს პროცესი განხილულია უძველესი პერიოდიდან V საუკუნის ჩათვლით, რა დროსაც ვახტანგ გორგასალმა ერთ სამეფოდ გააერთიანა დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველოს ტერიტორიები. მეორე ნაწილში კი გაშუქებულია საქართველოს ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის ისტორია. ამ დიდი პოლიტიკური პროცესის ქრონოლოგიური პერიოდი მოიცავს VI-X საუკუნეებს.
 
ნაშრომი განკუთვნილია როგორც საქართველოს საისტორიო მეცნიერების შემსწავლელ მკვლევართა და სტუდენტთათვის, ასევე დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.