| გამომცემლობა | არტანუჯი |
|---|---|
| ISBN | 9789941504006 |
| გვერდები | 854 |
| ფორმატი | 17/24 |
| გამოცემის თარიღი | 2022 |
| ყდა | მაგარი |
| სტატუსი | გაყიდვაშია |
წიგნი ქრონოლოგიურად წარმოგვიდგენს მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის (დღეს გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) დამაარსებლის, მრავალმხრივი მკვლევრის – ისტორიკოსის, მხარეთმცოდნისა და ეთნოგრაფის – გივი ელიავას 50-წლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველ შრომებს სამეგრელოს შესახებ. წინამდებარე ტომში შესული მასალა მოიცავს ისტორიული მეცნიერების სხვადასხვა დარგში (ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია) წლების განმავლობაში წიგნად გამოცემულ ნაშრომებს, ფაქტობრივად სრულად – სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენებებს, სამეცნიერო კრებულებში გამოქვეყნებულ კვლევებს, ასევე ცენტრალურ თუ რაიონულ პრესაში დაბეჭდილ სტატიებს.