სამეგრელო - ტომი მეორე

გივი ელიავა

₾ 25.00 ₾ 49.95 -50%

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941504757
გვერდები 1032
ფორმატი 16.5/23.5
გამოცემის თარიღი 2023
ყდა მაგარი
სტატუსი გაყიდვაშია

წიგნი ქრონოლოგიურად წარმოგვიდგენს მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის (დღეს გივი ელიავას სახელობის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი) დამაარსებლის, მრავალმხრივი მკვლევრის – ისტორიკოსის და ეთნოგრაფის – გივი ელიავას 50-წლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველ მხარეთმცოდნეობით შრომებს სამეგრელოს შესახებ, მათ შორის მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დაარსების წინარე და შემდგომ 40-წლიან ისტორიას, მუზეუმის სამეცნიერო და შემოქმედებით ცხოვრებას, მჭიდრო ურთიერთობებს საქართველოსა და უცხოეთის გამოჩენილ მეცნიერებთან და ხელოვანებთან. გამოცემაში თავმოყრილია გივი ელიავას ეპისტოლარული მემკვიდრეობა, რომელიც თვალსაჩინოს ხდის იმ ბიუროკრატიულ წინააღმდეგობებს, ამასთანავე, მეცნიერულ თუ ადამიანურ თანადგომას, რომლითაც სავსე იყო მუზეუმის ცხოვრება. მკვლევარი საკუთარ ნაშრომებში ფართოდ მიმოიხილავს სამეგრელოს უმდიდრესი რეგიონის – მარტვილის მუნიციპალიტეტის – ბუნებრივი თუ ისტორიული ღირსშესანიშნაობანის მრავალმხრივი გამოყენების პერსპექტივას, რომელზედაც მისმა ავტორმა გაცილებით ადრე იფიქრა და იზრუნა, ვიდრე საქართველო ტურისტული ქვეყანა გახდებოდა.