საკვანძო სიტყვა ფერეიდანი

დიანა ანფიმიადი

₾ 7.80 ₾ 11.95 -35%

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 978-9941-487-83-5
გვერდები 220
ფორმატი 12.5x19
გამოცემის თარიღი 2021
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

რა შეიძლება ვიცოდეთ ზოგადად ფერეიდნისა და ფერეიდნელების შესახებ? ალბათ, მშრალი, ფაქტობრივი ინფორმაცია – XVII საუკუნის დასაწყისში შაჰ აბას პირველმა ათასობით ქართველი ფერეიდანის პროვინციაში ჩაასახლა. მათ, ამ ოთხი საუკუნის განმავლობაში, მშობლიური ენა შეინარჩუნეს და მათი დიდი ნაწილი დღესაც მეტყველებს ქართული ენის ფერეიდნულ დიალექტზე.
 
 
რა ეცოდინება მკითხველს დიანა ანფიმიადის წიგნის წაკითხვის შემდეგ? – ის, რაც ფაქტობრივი მონაცემების მიღმაა: კონკრეტული ადამიანების, მათი ტკივილისა და სიხარულის, ოცნებების ამბები. მათი ბრძოლა იდენტობის შენარჩუნებისთვის, რომლის მთავარ და დაუმარცხებელ იარაღადაც ენა ქცეულა. მათი „გულის ცრემლი“ – შორეული, ცისარტყელას მიღმა არსებული სამშობლოც სწორედ ამ ენაში დააბინავეს და ისე შემოინახეს. წიგნის ავტორი კი, რომლის წინაპრებმაც – პონტოელმა ბერძნებმა – ასევე გამოსცადეს იძულებითი მიგრაცია, პირადი გამოცდილებისა და მოგონებების წიგნში ჩართვით კიდევ უფრო საინტერესოსა და ემოციურს ხდის მას.
 
 
„საკვანძო სიტყვა – ფერეიდანი“ მხოლოდ წიგნი არ არის, ეს გზაა, რომლითაც ფერეიდნელები ჩვენთან ბრუნდებიან და კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რა არის მთავარი, რას უნდა გავუფრთხილდეთ და რა არ უნდა დაგვავიწყდეს.


ჩრდილის ამოჭრა

დიანა ანფიმიადი

₾ 4.20 ₾ 6.50 -35%

Rating details · ratings · reviews