საბჭოთა საქართველოს ქრონიკები. 1921-1922 (სერიის 26-ე წიგნი)

თეოდორ მუთი

₾ 15.95

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941513008
გვერდები 200
ფორმატი 14 x 20.5
გამოცემის თარიღი 2025
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

გერმანელი ვიცე-კონსულის, თეოდორ მუთის ჩანაწერები გადმოსცემს იმ გარემოს, რომელიც დამყარდა 1921 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ. ჩანაწერები შედგება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამი ნაწილისგან. პირველში გადმოცემულია რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის პერიოდი; მეორე ჩანაწერი აღწერს ჩეკას მიერ დაწყებულ ტერორს გასაბჭოებულ საქართველოში;  მესამე კი ასახავს ბოლშევიკების უშიშროების ორგანოების მუშაობას გერმანული დიპლომატიური მისიის წინააღმდეგ თბილისში.

თეოდორ მუთის ჩანაწერებს ერთვის ისტორიკოს გიორგი ასტამაძის სამეცნიერო სტატია, რომელიც ჩანაწერებში გადმოცემულ მოვლენებს საარქივო მასალაზე დაყრდნობით განიხილავს, ამტკიცებს შინაარსის ავთენტურობას, ათავსებს იმ დროის პოლიტიკურ კონტექსტში და ხსნის ბოლშევიკების ქმედებების მოტივებს.

საარქივო მასალა მოიძია, გერმანულიდან თარგმნა, შესავალი, კომენტარები და სამეცნიერო სტატია დაურთო გიორგი ასტამაძემ