
მოგონებანი კავკასიაზე – სამხედრო მსახურება და შამილის ტყვეობა (1844-1854)
₾ 27.96 ₾ 34.95 -20%
Share on Facebookგამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941513794 |
გვერდები | 296 |
ფორმატი | 14,5 X 20,5 |
გამოცემის თარიღი | 2025 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
კაროლ კალინოვსკის ბედ-იღბალი, ერთი მხრივ, სრულად ემსგავსებოდა ათეულობით პოლონელი თანამემულის ბედისწერას, 1840-იან წლებში საკუთარი ქვეყნის თვითმყოფადობისთვის ბრძოლის მიზეზით რომ დაისაჯნენ რუსეთის იმპერიისგან: თავისუფლებისმოყვარე ერის შვილები აიძულეს, რუსული სამხედრო მუნდირი მოერგოთ და ამავე მიზნისთვის მებრძოლი კავკასიელების დასაპყრობად დაეღვარათ სისხლი. მეორე მხრივ, მისი ათწლიანი ცხოვრება თავისუფლებისმოყვარე მთიელ ხალხთა შორის სრულიად განსაკუთრებულად წარიმართა. მათთან პოლონელი ახალგაზრდა აღმოჩნდა სამხედრო ტყვეობის შედეგად, რაც იმხანად არცთუ იშვიათი მოვლენა იყო.
კალინოვსკის ტყვეობა უპრეცენდენტოდ დასრულდა: ისლამის მიღების შემდეგ, რიგით მთიელთა მსგავსად, თავისუფალი მოქალაქე გახდა და ადგილობრივი ქალიც შეუყვარდა. სამწუხაროდ, ჩრდილოკავკასიური ტრადიციების გამო მასზე დაქორწინება ოცნებად დარჩა. საყვარელი ქალის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა, კვლავ რუსეთის ჯარს შეერთებოდა, რადგან მონატრებულ სამშობლოში დაბრუნების ერთადერთ გზად მხოლოდ ეს მიაჩნდა.
საბოლოოდ, კაროლ კალინოვსკის ჩანაფიქრს ხორცი შეესხა, თუმცაღა, გულითა და ფიქრებით კავკასიაში შეძენილ მეგობართა შორის რჩებოდა მთელი დარჩენილი ცხოვრება.
ბორჯომის ხეობა
₾ 4.50 ₾ 6.95 -35%
ბაგრატიონები
₾ 9.06 ₾ 12.95 -30%
საქართველოს ისტორია. შრომები – II
₾ 39.95 ₾ 49.95 -20%