
გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941513800 |
გვერდები | 200 |
ფორმატი | 14 X 20.5 |
გამოცემის თარიღი | 2025 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
1921 წლის 24 თებერვალს, რუსეთ-საქართველოს ომის მიმდინარეობისას, საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველად, ბრძოლის ველზე, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ტანკები და ქვეითები. ბრძოლა თბილისთან ახლოს, მდინარე ლოჭინის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა. თუ რა შედეგით დასრულდა წითელი არმიის ტანკებისა და ქართული გვარდიის ქვეითების შეტაკება, ამაზე აქამდე ორი ვერსია გვქონდა: რუსული და ქართული.
წიგნში დღემდე ცნობილი წყაროებისა თუ უცნობი საარქივო დოკუმენტების შეჯერებისა და კრიტიკული ანალიზის შედეგად, აღდგენილი და ნაჩვენებია შეტაკების რეალური სურათი და მიკვლეული ბრძოლის ველი. ამ მთავარი თემის გარდა, გამოცემაში საუბარია იმ ეპოქაში ტანკების გამოყენების სპეციფიკისა თუ ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის მეთოდების შესახებ, აგრეთვე ქართული არმიის შეიარაღებაში არსებულ ტანკებზე და იმაზეც, თუ როგორ აღმოჩნდა ერთ-ერთი მათგანი 1945 წლის მაისში ბერლინში.
RUSSIAN-GEORGIAN WAR, 100 YEARS, 100 STORIES (რუსეთ-საქართველოს ომი) ინგლისურად
₾ 22.70 ₾ 34.95 -35%
РУССКО-ГРУЗИНСКАЯ ВОЙНА, 100 ЛЕТ, 100 ИСТОРИЙ (რუსეთ-საქართველოს ომი) რუსულად
₾ 22.70 ₾ 34.95 -35%
თებერვლის ტანკები. 1921
₾ 14.95