საშლელები

თამარ გეგეშიძე

₾ 12.80 ₾ 15.95 -20%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941310720
გვერდები 200
ფორმატი 20.50/14.50
გამოცემის თარიღი 2020
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

საშლელები“ საბავშვო მწერლის, თამარ გეგეშიძის, რიგით მეორე წიგნია, რომელიც ერთნაირად საინტერესოა როგორც მოზარდებისთვის, ასევე მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.

 

ცამეტი წლის ანას ჩვეულებრივი ცხოვრება სავსეა მძაფრი ემოციებით  – სიხარულითა და დარდით, შეცდომებით, რომელთა გამოსწორებასაც ყოველთვის ვერ ახერხებს და ადამიანებით, რომლებთან ურთიერთობაც საკუთარ თავში სხვადასხვა თვისებას აღმოაჩენინებს ხოლმე. ამიტომ წიგნში უამრავი კითხვაა, რომელსაც მოზარდი საკუთარ თავს უსვამს: რატომ ვიქცევი ასე და არა სხვაგვარად? ვინ არის ჩემი მეგობარი? როგორ მოვხვდით ერთ ოჯახში ამდენი განსხვავებული ადამიანი? მართლა მომწონს თუ არა ის, რაც მომწონს?



რა სურთ მოზარდებს? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ხშირად თავადაც ვერ ხვდებიან, რა უნდათ სინამდვილეში, თუმცა ერთი რამ ზუსტად იციან – უნდათ, რომ მათ აზრს პატივი სცენ, რომ გარშემომყოფებმა მოუსმინონ, უთანაგრძნონ, ხანდახან კი უბრალოდ მიიღონ ისეთები, როგორებიც არიან. ეს წიგნიც სწორედ ამაზეა და მისი წაკითხვის შემდეგ, მშობლები და შვილები, მასწავლებლები და მოსწავლეები, ცოტა უფრო უკეთ გაუგებენ ერთმანეთს.


სული-ჩიტი

თამარ გეგეშიძე

₾ 12.80 ₾ 15.95 -20%

Rating details · 4 ratings · 13 reviews