ჩუმად უნდა იჯდე

თამარ გეგეშიძე

₾ 12.60 ₾ 17.95 -30%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941314551
გვერდები 192
ფორმატი 14.5/20.5
გამოცემის თარიღი 2020
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ჩუმად უნდა იჯდე

რა ვიცით მოზარდებზე, მათ პრობლემებზე, შეხედულებებსა და უფროს თაობასთან ურთიერთობაზე, იმაზე, თუ რამდენად განსხვავებულად აღიქვამენ ერთსა და იმავე მოვლენას მოზარდები და ზრდასრულები და სად ეჯახება ერთმანეთს მათი ინტერესები? რა ვიცით თოთხმეტი წლის ბიჭზე, რომელსაც არ ჰყავს ავტორიტეტები, თითქოს არაფერი იტაცებს და გულგრილობის ნიღაბს ამოფარებული მხოლოდ იმას ნატრობს, მისგან არაფერი მოითხოვონ?
 
ან რა შეიძლება, ვიცოდეთ ერთი ჩვეულებრივი მასწავლებლის ცხოვრებაზე, მის განცდებზე, მიღწევებზე, შეცდომებსა თუ მოულოდნელ გადაწყვეტილებებზე? ამოვიცნობთ კი ადამიანს საკლასო ოთახში, სადაც ის ცდილობს, მოსწავლეებს საკუთარი ძალა და უპირატესობები აჩვენოს, თუნდაც ყველაზე მეტად მათთან მეგობრული საუბრები ხიბლავდეს?
 
თამარ გეგეშიძის წიგნში „ჩუმად უნდა იჯდე“, ორი მთავარი პერსონაჟია – 14 წლის შიო და მისი მასწავლებელი მაკო, შესაბამისად, მოვლენებსაც ორი მხარე აქვს. შემთხვევითობისა თუ გაუგებრობის გამო, ეს ორი გმირი ერთმანეთს უპირისპირდება და შემდეგ ყველაფერი, პირდაპირ თუ ირიბად, ამ კონფლიქტს უკავშირდება – სკოლის ისტორიები, მეგობრების მოსაზრებები, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, ფიქრიც კი. ორივე პერსონაჟისთვის სკოლა გადაკვეთის წერტილია, ადგილი, სადაც ყოველთვის რაღაც იცვლება და სადაც ერთ დღეში კარგავ ან პოულობ საკუთარ თავს.


სული-ჩიტი

თამარ გეგეშიძე

₾ 12.80 ₾ 15.95 -20%

Rating details · 4 ratings · 13 reviews