ქაქუცა - 64 ამბავი

გოჩა საითიძე

₾ 12.80 ₾ 15.95 -20%

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941504198
გვერდები 152
ფორმატი 12.50/19
გამოცემის თარიღი 2022
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ცხოვრების ჩქარი რიტმი, დაძაბული გრაფიკი, ცოტა დრო ბევრი საფიქრალი ნაკლებად გვაძლევს კითხვის შესაძლებლობას

არადა ბევრს უყვარს კითხვა და ბევრს აქვს მოთხოვნილება იკითხოს

გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა ასეთ ადამიანებს საინტერესო გამოსავალი შესთავაზოს ეს არის სერია თან საკითხავი

დიახ, თან საკითხავი. საკითხავი თანდათანობით, სვენება-სვენებით თუ ერთი ამოსუნთქვით, ადვილი და საინტერესო საკითხავი. საკითხავი დასვენებისას მგზავრობისას, თუნდაც მუშაობისას საკითხავი ისე. ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში

თითოეული გამოცემა ერთი საინტერესო თემისა თუ პიროენების გარშემო შეკრებილ ინფორმაციას აერთიანებს

1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხების შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშუილი იძულებული გახდა, სამშობლო სამუდამოდ დაეტოვებინა, საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილ ქვეყანაში კი, მრავალი წლის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული გმირის ხსენება სასტიკად იკრძალებოდა.

1988 წელს, ეროენულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ტალღის დაწყებასთან ერთად კვლავ გაჟღერდა მისი სახელი, მიტინგებზე გამოჩნდა მისი პორტრეტიც. 64 წლის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილი სამშობლოში ამ სახით დაბრუნდა ამითაა განსაზღვრული წიგნში შესულ ამბავთა რაოდენობა

ქრონოლოგიურად დალაგებულ ამბებში მკითხველი თვალს მიადევნებს ჩოლოყაშვილის განვლილ გზას საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის დაწყებიდან მისი ნეშტის სამშობლოში ჩამოსვენებამდე