გამომცემლობა აზრი
ISBN 9789992870907
გვერდები 286
ფორმატი 20/13.50
გამოცემის თარიღი 2010
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

დიეგო მარადონას ავტობიოგრაფიული წიგნი "მე ვარ დიეგო" დათო ტურაშვილმა თარგმნა. მწერალმა მარადონას თბილისში ვიზიტისას პირადად აიღო მისგან სიტყვიერი ნებართვა წიგნის თარგმნასთან დაკავშირებით. "მე ვარ დიეგო" 2000 წელს, მარადონას საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგაა დაწერილი. მარადონა გულახდილად საუბრობს ნარკოტიკებზე, პოლიტიკაზე, არგენტინასა და ფეხბურთზე, ამის გამო წიგნი არამხოლოდ ფეხბურთის მოყვარულების ინტერესს იწვევს და უკვე გამოსვლის დღიდან იქცა ბესტსელერად.