გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941445668 |
გვერდები | 242 |
ფორმატი | 14.8x21 |
გამოცემის თარიღი | 2014 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი მკვლევარი, ისტორიკოსი და მწერალი ტიმ სევერინი 1984 წელს თანამედროვე არგონავტებთან ერთად საბერძნეთიდან, ქალაქ ვოლოსიდან თურქეთის გავლით გვიანი ბრინჯაოს ხანის ხომალდის მოდელის მიხედვით შექმნილი 12-ნიჩბიანი ხომალდით კოლხეთისკენ გამოემგზავრა. მისი მიზანი იყო სკეპტიკოსებითვის დაემტკიცებინა, რომ 3000 წლის წინ იასონის მეთაურობით დაწყებული მოგზაურობა ოქროს საწმისის მოსაპოვებლად, ფიზიკურად შესაძლებელი იყო.
„იასონის მოგზაურობა“ სწორედ სევერინისა და თანამედროვე არგონავტების საბერძნეთიდან საქართველომდე მოგზაურობას ასახავს. მათ თავს გადამხდარი მოვლენების პარალელურად, მოცემულია შესაბამისი ფრაგმენტები აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკიდან“, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს, თვალნათლივ დაინახოს, რომ ტიმ სევერინის მოგზაურობა იასონის მოგზაურობის ანალოგს წარმოადგენს – დაწყებული ანტიკური ხანის გალერას მოდელის შექმნით და დამთავრებული იმ მარშრუტით, რომელიც მეზღვაურებმა გაიარეს.
წიგნში ვრცლად არის მოცემული თანამედროვე არგონავტების საქართველოში ჩამოსვლა, მასპინძლების დახვედრა, სხვადასხვა არქეოლოგიური მნიშვნელობის მქონე ადგილის მონახულება, სვანეთში მოგზაურობა და ოქროს მოპოვების ტექნიკის გაცნობა. ცალკე თავი ეძღვნება ოქროს საწმისის ლეგენდასა და მის წარმომავლობას.