გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941458057 |
გვერდები | 396 |
ფორმატი | 14.8/21 |
გამოცემის თარიღი | 2014 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ეკა ქევანიშვილმა რამდენიმე წლის წინ, სრულიად სპონტანურად, ლიტერატურულ ფორუმზე ქართველი პოეტებისა და პროზაიკოსების ლიტერატურული პროფაილების გამოქვეყნება დაიწყო. ენთუზიაზმით მუშაობდა, უდედლაინოდ, ავტორებს თავად არჩევდა. ერთ ავტორს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე. შემდეგ ამ პროფაილებმა და დიალოგების სერიამ ლიტერატურულ ჟურნალებში (არილი, ლიტერატურული პალიტრა, საუნჯე) გადაინაცვლა. ასე დაგროვდა სხვადასხვა თაობის და სხვადასხვა მიმართულების მწერალთა ამბები, რომლებიც ამ წიგნშია თავმოყრილი.
წიგნში თავმოყრილია შემდეგი ავტორების პროფაილები: რატი ამაღლობელი, დიანა ანფიმიადი, შალვა ბაკურაძე, ანდრო ბუაჩიძე, ლაშა ბუღაძე, დათო გაბუნია, ბათუ დანელია, ზვიად დევდარიანი, თამთა დოლიძე, თეონა დოლენჯაშვილი, ნინო თარხნიშვილი, თეა თოფურია, ქეთი თუთბერიძე, შოთა იათაშვილი, ნატო ინგოროყვა, ირაკლი კაკაბაძე, გიორგი კეკელიძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, მაკა ლდოკონენი, ზურაბ ლეჟავა, ლია ლიქოკელი, გურამ მეგრელიშვილი, მაკა მიქელაძე, ნათია ნაცვლიშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, ზვიად რატიანი, ლელა სამნიაშვილი, მაია სარიშვილი, გიო საჯაია, დარეჯან სუმბაძე, ირმა ტაველიძე, დათო ტურაშვილი, თამრი ფხაკაძე, დავით ქართველიშვილი, ნინო ქევხიშვილი, გელა ჩქვანავა, დავით ჩიხლაძე, ბესო ხვედელიძე, ზურა ჯიშკარიანი, ნიკა ჯორჯანელი.
ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება
₾ 5.20 ₾ 7.95 -35%
ჰოლივუდი ვაგონის კედელზე
₾ 9.00 ₾ 12.95 -31%