
გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 978-9941-312-93-9 |
გვერდები | 100 |
ფორმატი | 14.5X18 |
გამოცემის თარიღი | 2021 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ეკა ქევანიშვილის ახალი კრებული „ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება“ აფეთქებისწინა გამაყრუებელი სიჩუმის ენერგიითაა დამუხტული; ამ ენერგეტიკულ ველშია თავმოყრილი ყველა ნერვული რეცეპტორი – პიროვნული თუ საზოგადო ყოფის გრაფიკული ანამნეზი. სასტიკი და რთული სოციალური სამყარო პოეტის მთავარი „გამღიზიანებელია“, მისკენ მიმართული პროტესტი კი პოეტურ მანიფესტაციად გვევლინება.
კრებულში ხშირად შეხვდებით უარყოფითი ნაწილაკით ნაწარმოებ სიტყვათშეთანხმებებს – არცვლილება, არსიყვარული... პრეფიქსი „არ“ ცხოვრების/ეპოქის ტონალობას გამოხატავს, მის გამოუვალობას, ხანდახან უიმედობასაც. ეკა ქევანიშვილის პოეტური რეფლექსია ამ გამოუვალობის დაძლევასაც გულისხმობს. აფეთქებისწინა სიჩუმეში მთავარი ადამიანური არჩევანი იბადება.