გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 978-9941-470-80-6 |
გვერდები | 200 |
ფორმატი | 14.8x21 |
გამოცემის თარიღი | 2017 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
ეს წიგნი მათთვისაა, ვისაც აზროვნება უყვარს. ცხადია, მათთვისაც, ვისაც, უბრალოდ, ლიტერატურა უყვარს -
თავისი ლოგიკური მოვლენებითა და გმირებით, ჟანრის კანონებით, თხრობის მანერებითა და ატმოსფეროებით. ფილოსოფიური რეფლექსიით დამუხტულ ამ ვრცელ მოთხრობაში მთავარი ესაა – მკითხველამდე გასაგებად და ბუნებრივად მივიდეს რთული ამბავი.
პროფესიით მწერალი, ერთ კლინიკაში მკურნალობისას გაიცნობს მშვენიერ ქალს, რომლისგანაც სიყვარულის უცნაურ, დაძაბულ და თავისი არსით მნიშვნელოვან ისტორიას მოისმენს. თავის დროზე სწორედ ამ ისტორიამ განაპირობა ამბის გმირების ბედი, ახლა კი მწერლის ცნობიერებას არღვევს (აფართოებს) და ალბათ ამ ნაკადს ვერც წიგნის მკითხველი აუვლის გვერდს. მასაც შეეხება, რადგან, ამ წიგნში დასმული კითხვები ადამიანის თვითშემეცნების პროცესის თანამდევი ტყვიებია, რითაც ჩვენი ცნობიერება გამუდმებით იცხრილება.
ამჯერად, ლადო ქარჩავას HOMO SAPIENS ამ რთულ კითხვებზე პასუხებისთვისაც შეგიქმნით შესაბამის გარემოს.