| გამომცემლობა | ინტელექტი |
|---|---|
| ISBN | 9769941466953 |
| გვერდები | 208 |
| ფორმატი | 14.8x21 |
| გამოცემის თარიღი | 2016 |
| ყდა | რბილი |
| სტატუსი | გაყიდვაშია |
რის ან როგორ ხსოვნას ინახავენ ადამიანთა „დალეწილი სულები“, ვიდრე მათ უცხო, გარეშე თვალი დააკვირდება? – ეს „მწერლური“ კითხვა ბუნებრივი დასაწყისია დიდი და დრამატული თავგადასავლისა, რომელსაც რომანში წაიკითხავთ.
ექიმის (ფსიქოთერაპევტის) და პაციენტის ურთიერთობა, მათი დაძაბული და პროფესიული პასუხისმგებლობით შენიღბული სიახლოვე; საიდუმლო, რომელიც თანაბრად ნაწილდება მკურნალზეც და ავადმყოფზეც; ცხოვრება თავისი შემზარავი ტკივილებით და ბედნიერებით; პერსონაჟები, რომლებსაც ვერ დაყოფ „დადებით“ და „უარყოფით“ გმირებად, რადგან თითოეულში არის რაღაც განუმეორებლად საინტერესო და აუცილებელი, სიცოცხლის ვეებერთელა ტილოს შესაქმნელად – ეს ყველაფერი ჩამთრევი და ლაღი თხრობით, მეტატექსტური ექსპრესიითაა გადმოცემული და რაც ყველაზე მთავარია, ერთხელ წაკითხვის შემდეგ მასთან ხელმეორედ მიბრუნების სურვილს იგრძნობთ – იდუმალების განცდის გასახანგრძლივებლად, უბრალოდ, კარგი წიგნისგან მოგვრილი სიამოვნების გასაბევრებლად.