ავკარგიანობა გიორგი სააკაძისა

გურამ ყორანაშვილი

₾ 12.57 ₾ 17.95 -30%

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 2300300347231
გვერდები 211
ფორმატი 14*20
გამოცემის თარიღი 2017
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

გიორგი სააკაძის ღვაწლის გაგება-შეფასების მცდელობანი ქართულ ისტორიოგრაფიასა და, საერთოდ, საზოგადოებრივ აზროვნებაში, საუკუნეების მანძილზე არ დამცხრალა. პირიქით, უკანასკნელ ათწლეულებში გამძაფრდა კიდეც. თითქოს, ერთი შეხედვით, საკითხის გაგება არცთუ ისე ძნელია, მაგრამ მოხდა ამბავი, რამაც გამორიცხა მისი გააზრების ნორმალური განვითარება. საქმეში ჩაერია ერთ დროს დიდად აღზევებული „ხალხთა ბელადი“ იოსებ სტალინი, რომელსაც თავი დიდ ისტორიკოსადაც მიაჩნდა. საბჭოური წესწყობილების ტოტალიტარული ხასიათიდან გამომდინარე, მისეული „ნასიბრძნის“ დიდ უარყოფით ზეგავლენას ვერ ასცდა ქართული ისტორიოგრაფიაც. და ეს სამწუხარო ვითარება დღემდე გრძელდება.